20 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
არასამთავრობოები "კავკასუს ონლაინისა" და "ვიმპელკომის" მოლაპარაკებების შესაძლო უარყოფით შედეგებზე საუბრობენ

ათზე მეტი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს კავკასუს ონლაინსა და რუსულ კომპანია ბილაინს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და იმ საფრთხეებს განმარტავენ რაც შესაძლოა აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად წარმოიქმნას. 

“გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა დადგეს კავკასუს ონლაინის რუსული კომპანია ბილაინისთვის და მის უკან მდგომ ვიმპელკომისათვის მიყიდვის შემთხვევაში, რის შესახებაც მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს. ყველა კომერციული შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს როგორც სახელმწიფოს, ასევე ცალკეული პიროვნების უსაფრთხოება, სახელმწიფოსაგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაშვებია, რომ სახელმწიფოსა და პიროვნებებისათვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაცია მოხვდეს მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში. ეს საფრთხე განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთის შემთხვევაში, რამდენადაც ეს სახელმწიფო საკუთარი მიზნების მისაღწევად ჰიბრიდული ომის სტრატეგიას მიმართავს,” - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები