20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
მარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხის განხილვა პარლამენტში გადაიდო

მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების განხილვის გადადებას პარლამენტში არასამთავრობოების პროტესტი მოყჰვა. რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვაზე დასწრებას გეგმავდა, მაგრამ მათთვის მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზით სხდომა გადაიდო.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტება კომიტეტის ხელმძღვანელს ეკა ბესელიას მოსთხოვეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ეკო ტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე აცხადებს, საკითხის განხილვას მოქალაქეებთან ერთად ის 17 ათასი ადამიანიც ელოდება, რომლებიც ამ ბიზნესში არიან დასაქმებულები.

საკითხის გადადების მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრის მივლინება დასახელდა.

დღის ამბები