კავკასუს ონლაინსა რუსულ კომპანია ბილაინს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ საფრთხე არ არსებობს და ხდება საკითხის პოლიტიზება. დეპუტატი აქვე განმარტავს, რომ ყველაფერი გაკეთდება საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
“საუბარი არის სერვისის გასხვისებაზე და არა მაგისტრალური კაბელის გასხვისებაზე, ამიტომ ამ შემთხვევაში სერვისის წილში არა რუსული კომპანია, მაგრამ ერთგვარი ეჭვის მატარებელი კომპანია თუ კი შედის, ეს იმ ტიპის რისკებს და საფრთხეებს არ წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ჩრდილოელი მეზობლისგან. მეჩვენება, რომ ეს საკითხი პოლიტიზირებულია და უფრო პოლიტიკური ყვირილის საფუძველს ქმნის, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო ყოველთვის იქნება იმის სადარაჯოზე, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისისთ ქვეყანა იყოს დაცული,“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.