თბილისში, მანჯგალაძის ქუჩის მცხოვრებლებს თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადგილობრივები ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ისინი შენობების დაზიანებას გაუმართავ კომუნალურ სისტემას უკავშირებენ.
მოსახლეობის თქმით, ნაძალადევის გამგეობა ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებას გეგმავს, თუმცა გზის საფარის დაგება წყლის მილების გამოცვლის გარეშე თუ მოხდება, ეს იქნება ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.
ნაძალადევის რაიონის მოსახლება თვითმმართველობას ქუჩაზე მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდასაც სთხოვს. მათი განმარტებით, ერთადერთი გამოსავალი ძველი სახლების დემონტაჟი და მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა.
ვტორი: მარიამ ჭოხონელიძე.