20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
დედას ყელი გამოჭრეს, ბავშვი დაწვეს-საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები-კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა დღეს დღის 12:00 საათისთვის მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ჯერ რამდენჯერმე გაიგონეს ყვირილი და სიტყვები "მიშველეთ," მას შემდეგ კი რაც ეზოში გაიხედეს დაინახეს, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან კვამლი გამოდიოდა. 

როგორც მეზობლები რუსთავი 2-თან საუბრის დროს განმარტავენ, დამწვარია 3 წლის ბავშვი და მოკლულია 35 წლამდე ქალბატონი, რომელსაც ყელი აქვს გამოჭრილი. ისინი მომხდარის დროს სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ მოკლულ ქალბატონს ქმარი და კიდევ ერთი შვილი ჰყავდა. მეორე ბავშვი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ სკოლაში იყო, ოჯახის უფროსი კი მთელი დღის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფება.

რუსთავი 2-თან საუბრის დროს ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ ფონიჭალაში ბოლო პერიოდში სახლების ძარცვის ფაქტები გახშირდა. 

"ბოლო პერიოდია 4-5 სახლი გატეხეს, ეტყობა რაღაც ჯგუფია, რომელიც მოქმედებს, თუმცა გამოძიების შედეგად არავინ დაუკავებიათ"- აცხადებს მოკლული დედა-შვილის ერთ-ერთი მეზობელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები