20 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხანძარი თბილისში-საცხოვრებელ სახლზე ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ცდილობს

იური გაგარინის ქუჩის 29 ნომერში 3 სართულიანი სახლის მეორე სართული იწვის. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელსაც თვითმხილველების თქმით სახე აქვს დამწვარი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კურიერს სამაშველო სამსახურში განუცხადეს ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მცირე კერების ჩაქრობა.

 

დღის ამბები