20 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხანძარი თბილისში - დაშავდა 2 ადამიანი ხოლო უსახლკაროდ დარჩა 4 ოჯახი

ხანძარი თბილისში. გაგარინის 29 ნომერში ცეცხლი სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც ორი სართულის  რამდენიმე ოთახი დაიწვა.

სახისა და ხელის დამწვრობით სტაციონარში გადაიყვანეს სახლის მესაკუთრე, რომელიც ცეცხლის გაჩენის დროს მარტო იმყოფებოდა. ასევე, მცირე დაზიანებები მიიღო ერთმა მამკაცმაც, ის მაშველების დახმარებით გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული სახლიდან.

ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 4 ოჯახი საბართალოს გამგეობის ინფორამციით, მოკვლევის დასრულებამდე მათ ქირით თბილისის მერია უზრუნველყოფს. მთლიანობაში ცეცხლმა 170 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

დღის ამბები