ბიძინა კუჭავას საქმეზე ახალი დეტალები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი - საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივა და ცხედრიდან, კონკრეტულად ფეხიდან, აღებულ კანის ფრაგმენტებს დაათვალიერებს.
მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, თქმა თუ გარადცვალებამდე რამდენი ხნით ადრე დაუზიანდა კუჭავას ფეხი.
გამოძიების ცნობით, ჭრილობა მან პროკურორ ქირიას ცხედრის დანაწევრების მცდელობის დროს ე.წ. ბარგალკის გამოყენებით მიიყენა.