17 წლის სამირა ბაირამოვამ, რომელიც ოთხი დღე გატაცებული ჰყავდათ, სამართალდამცავებს ყველა ის ადგილი აჩვენა, სადაც ის ამ დღეების განმავლობაში გადაადგილდებოდა. ბაირამოვების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდი სამართალდამცველებთან ერთად თბილისში, რუსთაველზე მდებარე საცხოვრებელ სახლში და გარდაბანშიც იმყოფებოდა.
მანამდე კი 17 წლის გოგო პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებს მან გამტაცებლების ვინაობაც უთხრა. ოჯახის ახლობელების თქმით, გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაზიანებები არ აქვს.
მოზარდის ოჯახი სარჩელის გამოტანას არ აპირებს. ამ დრომდე სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ ის ახალგაზრდა, რომელმაც 17 წლის გოგონა გაიტაცა.