ხმაურია დილიდან გურჯაანის აგარარულ ბაზართან. გარემოვაჭრეებს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის საშუალებას არ აძლევს პოლიცია.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ადგილზე მიუსლებს დახლები არ დახვდათ. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, პოლიცია მათ დილიდან ემუქრება, რომ თუ არ შევლენ კერძო ბაზრის ტერიტორიაზე მათ დააჯარიმებენ. თუმცა მაინც არ აპირებენ კერძო ბაზარის ტერიტორიაზე შესვლას.
ზოგიერთი გარე მოვაჭრე პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად პროდუქციის გაყიდვას შეეცადა. მათი თქმით, ბაზარი მცირე ზომისაა და ადგილმდებარეობაც ცუდი აქვს.
ბაზრის მესაკუთრე კი ამბობს, რომ მოვაჭრეებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხას არ გადაახდევინებს. ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის გამგეობის წარმომადგენელიც, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.