საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მიკაილ კადიევის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უწყების შენობასთან შეკრებილი არიან კადიევის ადვოკატები, ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პუტინს მძევლად გადასცეს კადიევი.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთეს ლტოლვილთა სამინისტროშიც. უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კადიევის საქმეში დევნის ფაქტები არ ჩანდა, რის გამოც მის სტატუსზე არ უმსჯელიათ.