მარჯანიშვილის მოედანის სკვერში სარეკლამო ბილბორდის დადგმის შესახებ ნებართვა მერიამ გასცა. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ბილბორდი საინფორმაციოა და ის აღმაშენებელის გამზირის რეაბილიტაციას უკავშირდება. თბილისის მერი ამბობს, რომ მისი აღება პროექტის დასრულებითანავე იგეგმება.