პროტესტის მონაწილე მეშახტეებმა გამგეობის შენობიდან ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს.
ცოტა ხნის წინ ვითარება აქციაზე დაიძაბა, პროტესტის მონაწილეებმა შახტის კარი ჩამოხსნეს და შენობის ეზოში შეიჭრნენ. ისინი ხელმძრვანელობის გადადგომას, ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
500-მდე მეშახტე უკვე მე-10 დღეა აქციებს მართავ.
მათ დღეს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის, ჭიათურმანგანუმის და პროფკავშირების თანამშრომლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს დღესვე სოლიდარობა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმაც გამოუხადეს.
საქნახშირში აცხადებენ, რომ კომპანიას აქვს კომუნიკაცია შესაბამის პირებთან და ვალდებულებებს შრომის პირობების შესაბამისად ასრულებს.