02 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
სოფელ კუჭატანის მცხოვრებლები გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

ხმაური იყო ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში. ადგილობრივები კერძო მეპატრონეს გაყიდული საძოვრის უკან დაბრუნებას სთხოვენ. საუბარია 37 ჰექტარ მიწაზე, რომელიც მოსახლეობის განმარტებით, მათგან ფარულად გასხვისდა.

დღეს ადგილობრივებმა პატრონს მიწის დამუშავების უფლება არ მისცეს. მათივე თქმით, მოგებული აქვთ დავა სასამართლოშიც. თუმცა, მფლობელმა მიწის დაბრუნება მაინც შეძლო და მის დათმობას არც ფულადი გარიგების შემთხვევაში არ აპირებს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრეს მიწიდან გასვლას ვერ მოსთხოვენ. თუმცა, საძოვრისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფა ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

დღის ამბები