20 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ტყიბულელი მაღაროელების 10-დღიანი გაფიცვა

10-დღიანი გაფიცვის შემდეგ ტყიბულელმა მაღაროელებმა მინდელის მაღაროს ტერიტორია დაიკავეს და ადმინისტრაციის შენობასთან დირექტორის გადადგომა მოითხოვეს. ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხებზე რეაგირებას მეშახტეები ახლა უკვე ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ.

ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეებთან მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოვიდა და მათ დირექტორის სამსახურიდან წასვლის გეგმა გააცნო.

საქნახშირში აცხადებენ, რომ კომპანიას მეშახტეების მოთხოვნების ჩამონათვალი ოფიციალურად არ მიუღია და ყველა შრომით ვალდებულებას კანონმდებლობის მიხედვით ასრულებს.

ინდუსტრიულ ჯგუფში დღეს არც მინდელის შახტის დირექტორის გადადგომა დაადასტურეს.

ტყიბულელი მაღაროელების მოთხოვნები კი უცვლელი რჩება. გაფიცულებს დღეს სოლიდარობა გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმაც გამოუცხადეს.

მაღაროელები პროცესების ექსკალაციით იმუქრებიან.

 

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები