20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
სართიჭალის სანერგე მეურნეობის ყოფილი ხელმძღვანელი მილიონი ხის პროექტის შესწავლას პროკურატურას სთხოვს

სართიჭალის სანერგე მეურნეობის ყოფილი ხელმძღვანელი, ნუგზარ ღვალაძე, პროკურატურას მიმართავს და მილიონი ხის პროექტის შესწავლას ითხოვს.

ღვალაძეს პოსტი სართიჭალის სანერგე მეურნეობაში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ დაატოვებინეს და ის არ გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლების ერთ–ერთი მიზეზი შესაძლო კორუფციული სქემა ყოფილი, რომელშიც მერიის ეკოლოგიის სამსახურის მაშინდელი უფროსი და სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული.

ღვალაძე აცხადებს, რომ მერია ნარგავებს არა პირდაპირი გზით, არამედ კერძო კომპანიის შუამავლობით ყიდულობს, რაც გაცილებით ძვირი უჯდება.

ბრალდებებზე საუბარი არ სურს არც დავით ნარმანიას და არც ბიძინა გიორგობიანს, რომელიც მერიის ეკოლოგიური სამსახურის უკვე ყოფილი უფროსია.

ხეების დარგვის პროექტზე და პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა, განმარტებებს არ აკეთებენ.

 

 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები