02 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 5 ახალგაზრდა დააკავეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 5 ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულები პოლიციის მესამე განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. 

პოლიციის განყოფილებასთან დაკავებულთა ოჯახის წევრები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარს იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ და ახალგაზრდების დაკავება დაიწყეს. მათივე მტკიცებით, ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. 

ფიზიკურ დაპირისპირებას და ძალის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავება კანონის ფარგლებში მოხდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ 5 ახალგაზრდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, რომლებსაც ნარკოლოგიური შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ. 

 

დღის ამბები