მამუკა ახვლედიანი პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა ტესტების გავრცელების საკითხს გამოიძიებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყენებულ თავმჯდომარეს ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი გაასაჩივრებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას.
ახვლედიანი ამბობს, რომ მას ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გადაწყვეტილებას კი გასაჩივრების შესახებ, სწორედ მას შემდეგ მიიღებს, რაც ოფიციალურ დოკუმენტს გაეცნობა.