20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ბიძინა კუჭავას ოჯახი პროკურატურისგან საქმის მასალების სრულად გადაცემას ითხოვს

ბიძინა კუჭავას ოჯახი პროკურატურისგან საქმის მასალების სრულად გადაცემას ითხოვს. ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, გამომძიებლებს მასალების მიწოდების ყველანაირი ვადა ამოეწურათ.

კორკოტაძე ამბობს, რომ თუ მასალებს თბილისის პროკურატურა დღეს სრულად არ გადასცემს, ის მთავარ პროკურატურაში, ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადებას შეიტანს და მისგან მოითხოვს რეაგირებას.

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატის თქმით, გამოძიების დასაწყისში ოჯახს საქმის მასალების მხოლოდ ნაწილი გადაეცა. როგორც ადვოკატი აცხადებს, გადაცემულ მასალაში არ არის ვიდეო და აუდიოჩანაწერები.

ნათია კოკრკოტაძე ითხოვს პროურატურამ ოჯახს ყველა ის მასალა გადასცეს, რომელიც უკავშირდება კუჭავას სისხლის სამართლის საქმეს.

დღის ამბები