რუსთავი 2-თან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ბოლო ეტაპზე გადავიდა. ამ წუთებში კოლეგია ტელეკომპანია საქართველოსა და პარლამენტის დასკვნით სიტყვებს ისმენს.
ამის შემდეგ უკვე ცნობილი უნდა გახდეს სასამართლოს გადაყვწეტილება - ცნობს თუ არა არაკონსტიტუციურად იმ მუხლებს, რომელთა საფუძველზეც მოსამართლე ურთმელიძემ დაუყოვნებლივი აღსრულებისა და დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ის დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ არგუმენტზე, რომლითაც ისინი საკონსტიტუციო სარჩელს ასაბუთებენ.
საძაგლიშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ორი ნორმა არ გამოიწვევს სერიოზულ პრობლემას არცერთი პირისთვის, მისი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში.
მისივე განმარტებით, ამ ნორმებმა შესაძლოა შელახოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს სიტყვის თავისუფლება და ასევე საკუთრების უფლება. სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია პარლამენტის წარმომადგენელს. ის საკუთარ არგუმენტებს სასამართლოს უკვე დასკვნით სიტყვაში გააცნობს.