20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინსტრო. ტყიბულის მაღაროსა და ქსნის მინის ქარხანაში თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, დავაში ჩართულ მხარეებთან დავით სერგეენკოს წარმოამდგენელი შეხვდრებს მართავს.

“მინსიტრის დავალებით იყო წარმოდგენილი პირი, რომელიც მივლენილი იყო ორივე შემთხვევაში და გრძელდება ეს პროცესი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვაგრძელებთ მუშაობას. გვინდა მოვუწოდოთ ორივე მხარეს როგორც ადმინისტრაციის კომპანიების მხრიდან. ასევე გაფიცულთა მხარეს, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოგვეცეს საშუალება, სამინისტროს ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, რომ შპს საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფისა და შპს მინას თანამშრომლების გაფიცვა რამდენიმე დღეა გრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები