20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"ფასის სხვაობის შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება გარიგება გააბათილოს", - რუსთავი 2-ის ადვოკატი მიმდინარე პროცესზე

საკონსტიტუციო სამართლომ რუსთავი ორის საქმესთან დაკავშრებით შეტანილი მეორე სარჩელის განხილვა დაიწყო. ამ დროისთვის საამართლომ მხარეთა პოზიციები უკვე მოსიმინა.

“ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ფასის სხვაობის შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება გარიგება გააბათილოს. ეს პრობლემატურია არა მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში, ანუ მოსარჩელე კომპანიების მიმართ, არამედ ნებისმიერ სამოქალაქო ურთიერთობაში. თუკი ჩვენ ვიძენთ რაღაცას, რაც ღირს, რაც ვიყიდეთ იმაზე იაფი, ვიდრე შეიძლება სხვა დროს შეგვეძინა, ან სხვას შეეძინა, ესეთი გარიგებები უნდა გახდეს ბათილი, რაც ცხადია პრობლემატურია არა მხოლოდ ჩვენი ინტერესების დაცვისთვის და გატარებისთვის, არამედ სხვა კერძო სამართლის სუბიექტებსითვის“, - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურისტის თქმით, ზნეობასთან წინააღმდეგობაში მყოფი გარიგებები უნდა იყოს ბათილი.

"პარლამენტს მიაჩნია, რომ ზნეობრივი ნორმები და ზნეობის ხსენება სამართალში არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ექსკლუზივი, ასე ვთქვათ, და ზნეობასთან წინააღმდეგობაში მყოფი გარიგებები უნდა იყოს ბათილი და ეს კონსტიტუციას არავითარ შემთვევაში არ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა თამარ მესხიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სპიკერის თქმით, ორ მონაწილეს შორის დადებული თავისუფალი გარიგება არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას.

"მოსარჩელეთა არგუმენტაციით სამოქალაქო ურთიერთობების ორ მონაწილეს შორის დადებული თავისუფალი გარიგება არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, ამ შემთხვევაში ერთ მხარეს შორის დადებული გარიგება, სადაც საბაზრო ფასი შეიძლება იყოს იმაზე დაბალი, ვიდრე ეს დადგენილია, არ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ ბათილად სცნოს სამოქალაქო ურთიერთობების დროს დადებული გარიგება“, - განაცხადა გიორგი ლომთაძემ.    

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები