მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, სამუშაოს მხოლოდ 13-ვე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრუნდებიან.
გაფიცულებმა ღამე მინდელის მაღაროს ადმინსიტრაციასთან გაატარეს. ამ დროისთვის კი აქციამ ტყიბულის გამგეობასთან გადაინაცვლა.
მაღაროელებს დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა. თანადგომა აქციის მონაწილეებს პროფკავშირის თავმჯდომარემ გამოუცხადა.