20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ქსნის ქუჩაზე საშაურმე აფეთქდა

გვიან ღამით აფეთქება მოხდა თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში. აფეთქების შედეგად დაშავდა 4 ადმიანი, მათგან 3 დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

დაშავებულებს შორის 1 ობიექტზე მუშაობდა, ხოლო 2 ადამიანი საშაურმის მომხმარებელია. დაშავებულებს სახისა და ხელის მტევნების მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძეიბას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით აწარმობს რაც გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

“შემოვიდა 3 პაციენტი. 2 მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მოთავსებულია დამწვრობის რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სამივე პაციენტს აღენიშნება სახის, თავის და ორივე მტევნის დამწვრობა. ამ წუთისთვსი მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხად დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.   

დღის ამბები