სახელმწიფოს მხრიდან მიწების უკანონოდ ჩამორთმევა შეჩერებულია. ამის შესახებ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩების წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
მათი განცხადებით, პარლამენტში მათ შეიტანეს კანონპროქტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ მიწების დაკანონება სამართლიანი წესით და არცერთი მოქალაქის უფლებები არ შეიზღუდება. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ მიწის მფლობებს ეს ტერიტორია უნდა დაუკანონოს. პოლიტიკური ცენტრი მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციას, რომ მხარი დაუჭირონ მათ ვარიანტს და დაესწრონ განხილვებს პარალმენტში, რომელიც მიმიდნარე კვირაშია დაგეეგმილი.
"მთავრობამ ყოვლგავრი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყო მოქალაქეებისთვის მიწების უკანანო ჩამორთმევის პროცესი. ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალისხმევის შედეგად ეს პროცესი არის შეჩერებული უკვე რამდენიმე კვირაა. არის კონკრეტული პროცედურები გაწერილი ჩვენ კანონპროექტში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ მაგალითად სოფელში მოსახლეობა თანხმდება, რომ მიწები არის ესე განაწილებული და ერთმანეთში არ დაობენ, მაშინ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, რომ ჩაერიოს და ვიღაცას უმტკიცოს ეს შენია და ეს შენი არ არის“, - განაცხდა ზურაბ ჯაფარიძემ.