ბრიუსელში რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ ჯოზვიაკის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ წარადგენს წინადადებას.
ტვიტერის ანგარიშზე ჯოზვიაკი წერს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას ცოტა მეტი ხნით მოუწევს ლოდინი. რუსთავი 2-თან საუბრისას ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მან რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
როგორც ცნობილია ევროკომისიის წინადადების საფუძველზე ევროკავშირის საბჭოს შესაბამის რეგულაციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რადგან საქართველო დაემატოს იმ ქვეყნების სიას, ვის მოქალაქეებსაც უვიზოდ შეეძლებათ გადაადგილება ევროკავშირის ზონაში.
ევროკომისია წინადადებას წარუდგენს ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს. ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესასვლელად ამ ორმა უწყებამ უნდა დაადასტუროს ეს წინადადება.
რუსთავი 2 ამ თემაზე ვრცლად კურიერში 6 საათზე ისაუბრებს.