20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
AMNESTY INTERNATIONAL-ის ყოველწლიურ ანგარიშს სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა

AMNESTY INTERNATIONAL-ის  ყოველწლიურ ანგარიშს,  გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე. მისი თქმით, ანგარიშში გამახვილებული იყო ყურადღება იმ საკითხებზე, რაზეც სახალხო დამცველი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად საუბრობდა.  

“ანგარიშში ფაქტიურად გამახვილებულია ყურადღება ყველა იმ საკითხზე, რაზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველი აქტიურად საუბრობდა, ეს არის პირველ რიგში სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხები. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით იგივეს გავიმეორებ, კარგად იცით რაც იყო სახალხო დამცველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს რიგი  გადაყწვეტილებები აჩენდა მთელ რიგ კითხვის ნიშნებს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო საბოლოო ჯამში ისიც, რომ ეს სასამართლომ თვითოვნე გააუქმა გადაწყვეტილება, რაც შეეხებოდა რუსთავი 2-ის საქმეზე დროებითი მართველების დანიშვნას“ -  განაცხადა ნათია კაციტაძემ.

ავტორი:  ნინო სამყურაშვილი        

ამავე თემაზე
დღის ამბები