20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციასთან-აფენის მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის მოსახლეობა დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვს. პოლიციელებთან დაპირისპირება და ჩხუბი ბოლოს ადგილობრივების დაპატიმრებით დასრულდა, თუმცა მოსახლეობა ირწმუნება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამართალდამცველები დაკავებულებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებები აქვთ შენგელი ტეფნაძეს და ომარ ბერძულს, რომლებიც ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. დღეს ადგილობრივ პოლიციაში ერთ-ერთი თვითმხილველი დაკითხვაზე იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს.  

დაკავებულების ახლობლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და კახეთი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას არ გამორიცხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცილებს ადგილობრივებმა  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცველებმა კი ერთი გამაფრთხილებელი გასროლა განახორცილეს.

დაკავებულებს ბრალს დღეს ღამით წაუყენებენ. აფენში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატში სწავლობენ. 

ავტორები: დავით ქაშიაშვილი, ია გულიაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები