შრომისუნარიან მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში 164 ლარი უნდა ეყოს - ასეთია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საარსებო მინიმუმი, რომელიც იანვრის თვის კალკულაციის შედეგად დადგინდა. ამავე მონაცემებით 5 სულიანმა ოჯახმა თვეში 327 ლარი უნდა იკმაროს. რამდენად გათვალისწინებულია საქსტატის კალკულაციაში ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი - ეს კითხვა ეკონომიკური ექსპერტებისთვისაც პასუხგაუცემელია. ამავე გათვლებით თავად სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსს, რომლმაც ახალი საარსებო მინიმუმი გამოიყვანა და რომლის ოჯახიც 7 სულიანია, თვეში 387 ლარი უნდა ეყოს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ არსებული ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი დაანგარიშებულ საარსებო მინიმუმში გათვალისწინებული არ არის და რეალობას არ ასახავს. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ ამ შესაძლო ცდომილებას პოლიტკური მიზეზი გააჩნია. საქსტატის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს არ ეთანხმებიან რიგითი მოქალაქეებიც. ისინი ამბობენ, რომ იმ თანხებით, რაც უწყებამ დააფიქსირა არა თუ ფუფუნებაში ცხოვრება, არსებობაც კი შეუძლებელია.
ავტორები:ეკა გაგუა, რეზო დიდბერაშვილი