20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
მეშახტეების ულტიმატუმი და დამსაქმებლის უარი-ტყიბულში ვითარება იძაბება

ტყიბულელი მაღაროელების მოთხოვნები არ იცვლება, ისინი სამუშაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ხელფასის 40 პროცენტიანი მატებაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისთვის ეს ულტიმატუმი მიუღებელია. კომპანიაში აბობენ, რომ ამ შემთხვევაში კომპანია უბრალოდ მუშაობას ვეღარ განაგრძობს. გამოსავალი ისევ მოლაპარაკებებია, თუმცა ამისთვის კომპრომისისთვის მზადყოფნაა აუცილებელი.

გაფიცულები ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას არ გამორიცხავენ. საქნახშირის კომპანიასთან ერთად მეშახტეების მოთხოვნების ადრესატი დღეს ხელისუფლებაც იყო. ეკონომიკური გუნდის მინისტრების მოლაპარაკების პროცესში პირადად ჩართვას გაფიცულები მეორე დღეა ითხოვენ.

ხელისუფლებას აქტიურობისკენ, დღეს ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმაც მოუწოდა.

გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს შრომის და ჯანდაცვის სამინისტრო. 

გაფიცულებთან შეხვედრა დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც გამართეს. ხვალ კი ტყიბულში ჩასვლას და მხარეებთან მოლაპარაკებას უჩა ნანუაშვილი გეგმავს.

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები