20 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ

იუსტიციის საბჭოს ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ მესამე სექტორი და ოპოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საბჭოს რეფორმირების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კი საქალაქო სასამრთლოს თავმჯდომარის  გადაყენების საკითხია, რომელიც მათი თქმით კანონდარღევით მოხდა. არ არის გამორიცხული ტესტების გაჟონვის სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ მამუკა ხვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი გახდა, პარლამენტში სპეცილური საგამოძიბო კომისიის შექმნის საკითხის დააყენონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ და არ გამორიცხავენ, რომ მისი დაშლის მოთხოვნით საკუთარი არგუმენტები სასმართლოშიც წარადგინონ. მესამე სექტორის წარმომადგნლებს მიაჩნიათ, რომ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლბით საბჭომ კანონი დაარღვია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ტესტების სკანდალთან დაკავშირებით პროკურატურას დროულ რეაგირებას სთხოვენ.

ტესტების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში კომეტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. არასამთავრობო სექტორის წარმომდგნლები ეჭვობენ, რომ საბჭომ პროკურატურას გამოსაძიებლად არასრული მასალა მიაწოდა. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში გაფართოებულ ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციების და იუსტიციის საბჭოს წევრების შეხვედრაც შედგეს.

ავტორი: ნატა მახვილაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები