უკვე მეორე ღამეა რუსთავში, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობიდან უკანონო შეჭრის გამო გამოსახლებული, სოციალურად დაუცველი 10 ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. ისინი მერთან შეხვედრას და ალტერნატიულ ფართს ითხოვენ.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სოციალურად დაუცველები მერიასთან აქციების გამართვას აპირებენ. მუნიციპალიტეტში კი განმარტავენ, რომ ქალაქში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის პროექტი იწყება და მანამდე გამოსახლებულებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.
ფოტოარქივი