20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაური რამაზ გვიანიძე გათავისუფლებულია

მეკობრეების მიერ ერთი თვის წინ დატყვევებული ქართველი მეზღვაური რამაზ გვიანიძე გათავისუფლებულია და ის სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესში ნიგერიისა და ბენინის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

იანვრის ბოლოს ნიგერიის მახლობლად, გვინეის ყურეში მეკობრეები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერს ლეონ დიას. თავდამსხმელებმა 5 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი იყო.

დღის ამბები