პროექტი სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი მარტში იწყება. ის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების მოწყობა.
11 თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში წამყვანი უცხოელი პროფესორების მოწვევა იგეგმება, რომლებიც საჯარო ლექციების სერიებს ჩაატარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და პრეზიდენტის სასახლეში.