ტაბახმელაში იუნკერთა მემორიალთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. მემორიალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა გვირგვინით შეამკეს.
ტაბახმელაში იმყოფებოდნენ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები.
"დღეს არ არის ტრაგიკული დღე, დღეს არის გამარჯვების დღე, ისტორიული წარსულის, ჩვენი ქვეყნის მომავლის აღნიშვნის დღე. მადლობა იუნკერებს, 18,19,20 წლის ბიჭებს და გოგონებს, მოხალისეებს, რომლებმაც შექმნეს ქვეყნისთვის ის მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს ჩვენ და რაც არის საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, თავისუფლებისთვის ბრძოლა და გამარჯვების მიღწევა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
დაღუპულების ხსოვნას ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პატივი მიაგეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ტრაგიკული დღეა და საქართველოს თავისუფლება შეეწირა და საქართველო ოკუპირებული და ანექსირებული იქნა, იმ ადამიანების თავგანწირამ, ვისაც დღეს ჩევნ პატივს მივაგებთ, მოგვცა ყველას შანსი, რომ ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ სრულფასოვან თავისუფლებას," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
იუნკერთა მემორიალთან პაატა ბურჭულაძეც იმყოფებოდა, რომელსაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე