20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
„სასურველი იქნებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესში უფრო ადრე ჩართულიყვნენ,"- ელისო ჩაფიძე ტყიბულელ მეშახტეებზე

ტყიბულის გაფიცული მეშახტეების თემას ელისო ჩაფიძე დღეს კიდევ ერთად გამოეხმაურა. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ხელისუფლებას პროცესებში დაგვიანებული ჩართულობის გამო აკრიტიკებს.

„სასურველი იქნებოდა, რომ ხელისუფლების, განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესში უფრო ადრე ჩართულიყვნენ. სახალხო დამცველმა შეფასება მისცა იმ ფაქტებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადმინისრტაციას დასაქმებულების მიმართ, ვგულისხმო ღირსების შემლახავ მოპყრობას,“- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

გაფიცული მეშახტეები ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები