20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ხმაური რუსთავის მერიაში-სოციალურად დაუცველები საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება რუსთავის მერიაში უშედეგოდ დასრულდა. რუსთავის მერი 10-მდე სოციალურად დაუცველს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სამსახურს დაჰპირდა, თუმცა მოქალაქეები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

სოციალურად დაუცველები და დევნილები შეჭრილი შენობიდან მერიის ჩარევის შედეგად გამოასახლეს. ყოფილ პროფტექნიკუმის შენობაში ისინი, რამდენიმე დღის წინ თვითნებურად შეიჭრნენ. რუსთვის მერის განცხადებით შენობაში წლის ბოლომდე სოციალური საცხოვრისი უნდა გაკეთდეს. შეხვედრა მერთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დაწყებამდე მოხდა შელაპარაკება საკრებულოს დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის.

„შევთავაზეთ სამსახურები, ინდივიდუალურად დაველაპარაკებით ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი იმუშაოს შევეცდებით, რომ დამატებითი სამუშაო მოვუძებნოთ. ფაქტი არის ის, რომ ის ფართი არის განკუთვნილი სოცსაცხოვრებლისთვის, ისიც ავუხსენით, რომ საცხოვრისზე მუშაობა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დაიწყება და ასევე განვუმარტეთ, რომ შეიძლება მოხვდნენ, შეიძლება ვერ მოხვდენენ, ამას უკვე კომისია წყვეტს ქულებიდან გამომდინარე,“-განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რუსთავის მერის შეთავაზემა ბიუღებელია სოციალურად დაუცველებისთვის. ნაზი ლორია ამბობს, რომ ისინი მერიისგან არა სამსახურს,  არამედ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ. 

დღის ამბები