დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშებია დაშვებული, ქართული საბალეტო დასი კი დიდ თეატრში ცეკვავს. საღამოს ოფიციალური მიზეზი ასეთია: ნინო ანანიაშვილი, მოსკოვში მისივე პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვა–ლაფაურის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. რუსეთის დედაქალაქში, ქართული საბალეტო დასის ჩასვლა და მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა, მთლიანად რუსულმა მხარემ დააფინანსა.
პრიმა ბალერინა სავარაუდოდ რუსულ გასტროლებთან დაკავშირებით განმარტებებს სპექტაკლის დასრულების შემდეგ გააკეთებს, თუმცა უკვე ცნობილია თბილისში მყოფი მმართველი გუნდის წევრების პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ოკუპაცია, კულტურული კავშირებზე არ უნდა აისახოს.
გასტროლები ოკუპანტ სახელმწიფოში, საქართველოს ოკუპაციის დღეს, მიუღებელია ნინო ანანიაშვილის და მისი ოჯახის მეგობრებისთვისაც.
ავტორი:თამარ ბაღაშვილი