20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
საგადასახადო შეღავათების მიუხედავად მეშახტეები პროტესტს არ წყვეტენ

რამდენიმესაათიანი მძიმე მოლაპარაკებები ტყიბულში უშედეგოდ დასრულდა. გაფიცული მეშახტეები დამქირავებელი კომპანიის პირობებს არ იღებენ და კვლავ მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ. დღეს მედიატორის როლს სახალხო დამცველიც ასრულებდა, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებამდე მხარეები ვერ მივიდნენ. საქნახშირი გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების გადახედვას 2 თვეში სთავაზობს და გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურებასაც ჰპირდება.

მთავრობამ ტყიბულში ვითარების გამწვავების შემდეგ გაფიცული მეშახტეებისთვის საგადასახადო შეღავათის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა 1500-მდე მაღაროელი მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გეგმავს. 12 დღიანი გაფიცვის შემდეგ მეშახტეებს სოლიდარობა დღეს ტაქსის მძღოლებთან ერთად, ტყბულის სავაჭრო ცენტრის და მაღაზიების თანამშრომლებმაც გამოუცხადეს და მუშაობაზე უარი ერთი დღით განაცხადეს.

ავტორი:ანა წერეთელი

დღის ამბები