20 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციაში მეშახტეები შეიჭრნენ

ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა ტყიბულში. მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ. როგორც ცნობილია მეშახტეებმა კომპანია საქნახშირის მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დახიეს. ადგილზე გამოძახებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. 

უკვე რამდენიმე დღეა ტყიბულის მაღაროს მეშახტეები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს აცხადებს. დღეს საღამოს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები გაფიცულებთან უშედეგოდ დასრულდა. 

 

დღის ამბები