20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"საქნახშირი" ადასტურებს, რომ ტყიბულში მეშახტეებმა შენობა დაარბიეს

საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი ტყიბულში არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრილმა აქციის მონაწილეებმა შენობა დაარბიეს.

საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ამ დროისთვის  უკიდურესად დაიძაბა ვითარება ტყიბულში. კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის  მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო  საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა. 

საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი მოუწოდებს ყველას, დარჩეს კანონის ფარგლებში და მიმართავს  სამართალდამცველებს მოახდინონ დროული და შესაბამისი რეაგირება

ჯი-აი-ჯი ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას, რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები."

დღის ამბები