20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
კომუნალური ვაუჩერებისთვის გამოყოფილი თანხა შესაძლოა, შემცირდეს

თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს შეეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის 13 მილიონზე მეტით შემცირებას გულისხმობს.

უმრავლესობის განმარტებით, გამოთავისუფლებული თანხა ჯანდაცვის პროექტებს მოხმარდება. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ამით დახმარების გარეშე 290 ათასამდე ოჯახი დარჩება.

ოპოზიცია სხდომაზე საქალაქო სამსახურების გაერთიანებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის გაუქმების საკითხსაც დააყენებს. ისინი კვლავ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ, უმრავლესობა კი განმარტავს, რომ დაზოგილი თანხა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები