ტყიბულში პროტესტი გრძელდება. გაფიცული მეშახტეების საპროტესტო აქცია 13 დღეა გრძელდება. ისინი ხელფასის 40 პროცენტიან მატებას, სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ტყიბულში წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ სტაბილური ვითარებაა. თუმცა, მაღაროელები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
მეშახტეები წუხელ საქნახშირის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. ადმინისტრაციაში კი მომხდარი ფაქტი კერძო საკუთრების ხელყოფად შეაფასეს.
ავტორი: ანა წერეთელი.