20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
„მთავრობის საქციელი არის დიდი უსამართლობა, რომელსაც ოქტომბრის არჩევნებზე დავასრულებთ“, - დავით ბაქრაძე

ნაციონალურიმოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას სოციალური დახმარების მოხსნა წარმოადგენს.

ადგილობრივები ქალაქის მერისა და გამგებლის მხრიდან უყურადღებობაზეც საუბრობენ. დავით ბაქრაძის განცხადებით, სოციალური დახმარება მთავრობამ ათასობით ადამიანს მოუხსნა.

„მეუღლის გარდაცვალების გამო მას მოუხსნეს სოციალური დახმარება და ასეთი ადამიანები ჩვენს სოფლებში არის ათი ათასობით. ეს არის დიდი უსამართლობა და ამ უსამართლობას აუცილებლად დავამთავრებთ ოქტომბერში არჩევნებზე“, -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები