20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
გაფიცული მაღაროელები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ - ტყიბულში აქცია გრძელდება

პროტესტის მე-13 დღე ტყიბულში. გაფიცული მაღაროელების აქცია გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის მატება, სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება.

წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა მაღაროელები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პროცესში ხელისუფლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება ვერ ხერხდება.

აქციებთან და მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით ტყიბულის გამგებელმა კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ პირობები  რომლსაც კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს, განხილვას ექვემდებარება.

„ძალოვანმა სტრუქტურებმა ძალიან კორექტულად აღკვეთეს შენობაში შეჭრის ფაქტი, ადამიანებს დააცლევინეს შენობა, რომლებიც უკანონოდ იყვნენ იქ განთავსებულები,“- განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ.

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები