20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
"მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ აღდგენილიყო შახტები", - პავლე კუბლაშვილი

მაღაროელების საპროტესტო აქციაზე შეფასებები გაკეთდა საპარლამენტო უმცირესობაშიც. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვითარების დაძაბვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„ელისო ჩაფიძე იყო ის ადამიანი, რომელიც   2012 წელს ტყიბულელებს ეუბნებოდა, რომ შეღავათები მათ შეუწყვიტა წინა ხელისუფლებამ. დღეს ირკვევა, რომ ეს შეღავათები ტყიბულის მოსახლეობას და არა მარტო ტყიბულის მოსახლეობას  შეუწყვიტა არა წინა, არამედ  ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ

ახალ პოლიტიკურიცენტრგირჩში აცხადებენ, რომ  ტყიბულის შახტების გადარჩენაში დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის.

„პირადად  პრეზიდენტ სააკაშვილის ნება იყო , რომ ტყიბული შახტები გადარჩენილიყო. არც ზედმეტად თავმდაბალი არ ვარ. დიახ, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა აღდგენილიყო შახტები, ნაცვლად 300 ადამიანისა 1500 ადამიანი ყოფილიყო დასაქმებული. თუ ვინმე სარგებლობს ახლა მეშახტეების მძიმე მდგომარეობით, თუ ვინმეს უნდა, რომ დაამძიმომს კიდევ უფრო მძიმე მდგომარება, თუ ვინმეს უნდა ეს გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, ეს არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საბოლოოდ დაასამაროს ტყიბულის მომავალი“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

დღის ამბები