აფენში დაკავებულ 4 მამაკაცი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაკავებულების პატიმრებო მოითხოვა, ეს მოთხოვნა მოსამართლე ნანა ჭალათაშვილმა ძალაში დატოვა და ბრალდებულებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდებულებს სამართლო პროცესზე არ ყავდათ პირადი ადვოკატი და საკუთარი თავის დაცვა თვითონ მოუწიათ. ასევე სასამართლო პროცეს ის ადგილობრივები ესწრებოდნენ რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქცია გამართეს, თუმცა მათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლოში ამ საქმეზე შემდეგი პროცესი 23 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 4 მამაკაცი ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 23 თებერვალს სისხლის სამართლის 353 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელებისთვის წინაღმდეგობის გაწევას და ჯგუფურ თავდასხმას გულისხმობს.