ტყიბულში შექმნილ ვითარებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს. გაფიცულ მეშახტეებს ამ წუთებში ხვდება გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე.
ის ყველა მხარესთან გამართავს მოლაპარაკებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციაც მხოლოს ამის შემდეგ გახდება ცნობილი. პროტესტი კი უკვე მე-13 დღეა გრძელდება.
მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის მატება, სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება.
ავტორი: ანა წერეთელი