პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი დღეს დაჭრეს. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი ორივე ფეხში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა საბურთალოს პანთეონში მოხდა, როდესაც პეტრიაშვილი მეგობრებთან ერთად ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა.