20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
"პანორამა თბილისი შენდება იქ, სადაც არ უნდა შენდებოდეს", - ალეკო ელისაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები პანორამა თბილისის წინააღმდეგ ხვალ მასშტაბურ აქციას თავისუფლების მოედანზე გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ინტენსიური მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.

აქციას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც უერთდება.

„პანორამა თბილისი არის ძალიან ცუდი პროექტი.  ცუდი იმის გამო, რომ შენდება იქ, სადაც არ უნდა შენდებოდეს.  ეს არის ისტორიულ ქალაქზე უზარმაზრი ნაგებობების დაშენება. ეს არის ძალიან მიუღებელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები